დღე 7.
ამ დღეს ვიგრძენი, რომ მიუხედავად სირთულისა, ჩემი ცნობისმოყვარეობა გადავიდა ცოდნისმოყვარეობაში,თუმცა მომიხდა მთელი ძალების მობილიზებაში მოყვანა.დღეს მიღებული ცოდნა დამეხმარება,როგორ შევაფასო მოსწავლის სწავლა, სავარაუდო ნაშრომი,როგორ განვსაზღვრო პროექტის მოლოდინები. კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია გარდნერის და ბლუმის თეორიების გამოყენება.თუმცა არ არის იოლი, მოტივირებული ვარ ვაკეთო ეს საქმე.
დღე 6.
ეს დღე განსაკუთრებით სახალისო იყო ჩემთვის.მივიღე პოზიტიური უკუკავშირი ჩემს მიერ შესრულებულ დავალებაზე.მივიღე საჭირო რჩევები ტრენერისგან. სახალისო იყო მოსწავლის როლის მორგება,შევიგრძენი მის მიერ პრობლემის გადაჭრისას შექმნილი სირთულე.ვისწავლე,როგორ ვიმუშაო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე,გუგლიდან სურათების,ვიდეოების გადმოწერა,პრეზენტაცია.იმედით ვივსები,რომ მომავალში ჩემი გაკვეთილი იქნება მრავალფეროვანი და საინტერესო.
დღე-5
დღეს ჩემს ცხოვრებაში გადაიშალა კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი.ამ დღეს მიღებული ცოდნა ხელს შემიწყობს დრაივიდან ავტვირთო საპრეზენტაციო ფაილი და ჩავაშენო ბლოგზე,დღეს დავხვეწე ეს აქტივობა.კიდევ ერთხელ გავიაზრე უკუკავშირის ფორმების გამოყენების მნიშვნელობა პროექტზე მუშაობის პროცესში,რომ დავადგინო, რა შეუძლია ჩემს მოსწავლეს,რა აქვს შესაცვლელი და რაში სჭირდება დახმარება.

დღე 4
ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო,რადგან კიდევ ერთხელ გავიხსენე შეფასების მეთოდები,რომლებითაც მე უნდა ვაწარმოო მოსწავლეთა უწყვეტი შეფასება პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და დასრულების შემდეგ,რომ შევამოწმო მათი მზაობა,წინარე ცოდნა,მათი მუშაობის სწორი მიმართულება და უკუკავშირი,ხოლო მოსწავლეებს კი ეს დაეხმარება პროგრესის მონიტორინგში,ძალიან გავერთე პოვერპოინტში პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადებისას.რა სახალისო იქნება ჩემი მოსწავლეებისთვისაც ამ სახის მუშაობა. ?!
დღე-3
მიუხედავად იმისა,რომ ფრუსტრაციას განვიცდიდი ამ დღის დასაწყისში,ვთვლი,რომ წარმატებული იყო,რადგან გავერკვიე პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვების ფორმულირებაში.ვისწავლე,როგორ ავტვირტო გუგლში პროექტის გეგმა.კმაყოფილი ვარ დრო ტყუილად არ დამიკარგავს.
დღე- 2
ეს დღე არანაკლებ საინტერესო იყო ჩემთვის,მოსწავლეთათვის სწავლა რომ სასიამოვნო პროცესი იყოს,მრავალ სხვა სტრატეგიასთან ერთად მე უნდა გამოვიყენო სწავლების ეს სახალისო შემეცნებითი მეთოდი "პროექტგაკვეთილი,უკეთ გავერკვიე თემის მიზნებსა და ამოცანებში,ვისწავლე ბუკლეტების,გაზეთებისა და ბროშურების შექმნა,რაც,მე ვფიქრობ, გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას,ხოლო მე დამეხმარება მიზნის მიღწევაში.
დღე-1
დღევანდელი დღე პირადად ჩემთვის იყო პროდუქტიული,რადგან მომეცა საშუალება გამეგო ახალი რამ,რაც მე დამეხმარება გავხადო სწავლის პროცესი უფრო საინტერესო.თუმცა მიმუშავია პროექტებზე,თურმე რამდენი რამ არ მცოდნია:ინტელის კომპანიის არსებობის შესახებ,ინტერნეტ პორტფოლიოს შექმნა,მივეჯაჭვები ბლოგს,რომელზეც კარგა ხანია აღარ შევსულვარ,გამოვიყენებ ინტერნეტ წიგნს. დღევანდელმა დღემ დადებითად დამმუხტა,რომ ისტი შეძლებისდაგვარად გამოვიყენო მოქნილი და კრეატული გეგმების შედგენასა და განხორციელებაში
Комментариев нет:
Отправить комментарий